"ქართული ოცნების" ორმა წევრმა ენმ–ში გადაინაცვლა
24/08/2021 12:41:23 პოლიტიკა
პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მმართველი გუნდის – პარტია “ქართული ოცნების” ორი წევრი შეუერთდა.
ელგუჯა გურგენიძე, რომელიც აქამდე ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, მუნიციპალიტეტის მერობისთვის “ნაცმოძრაობის” სახელით იბრძოლებს.
“ძირითადი მიზეზია ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება. მე ვიცი, რომ იმ ჩემს პატარა ქალაქში, საცხოვრისში, სადაც მე ვარ, ამის გაგრძელება არ შეიძლება. ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, ამიტომ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება”, — განაცხადა ელგუჯა გურგენიძემ ბრიფინგზე.
“ნაციონალურ მოძრაობაში” გადავიდა ოთარ პატეიშვილიც.


