Accentnews.ge
ვოლსკიმ ლომჯარიას ენმ–ს "გარე სპიკერი", ხვიჩიამ კი "არასერიოზული" უწოდა

ვოლსკიმ ლომჯარიას ენმ–ს "გარე სპიკერი", ხვიჩიამ კი "არასერიოზული" უწოდა

24/08/2021 14:45:12 პოლიტიკა

"სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, გამოირჩევა შესაშური არასერიოზულობით", - ასე პასუხობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ნინო ლომჯარიას შეთავაზებას, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

"დავუშვათ, 10 წელი ვართ ამ სიტუაციაში, 10 წელი "ქოცებს" ვუყუროთ და არჩევნები არ ჩავატაროთ? რაც შეეხება შენიშვნებს, რომ პოლიტიკოსები ზრდიან ინფიცირების რისკს, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ნაცვლად "კარდაკარის" კამპანიისა ჩვენ მოვიფიქრეთ მოვიფიქრეთ "ზუმდაზუმ" კამპანია, სადაც ადამიანებს ზუმპლატფორმის მეშვეობით ველაპარაკებით", - ამბობს ხვიჩია.

"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი კი ნინო ლომჯარიას "ნაცმოძრაობის" "გარე სპიკერს" უწოდებს.

"სახალხო დამცველი ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, იმ ინტერესების გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ, რაც ნაცმოძრაობას გააჩნია. საარჩევნო პროცესს, არჩევნების დღე და შემდგომ პერიოდი, ორგანიზების დონეზე ისე გაკეთდება, რომ საფრთხეები იქნება მინიმუმამდე შემცირებული", - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S