Accentnews.ge
"ოპონენტებმა დაიწყეს საუბარი არჩევნების გადადებაზე, ამისთვის სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოიყენეს"

"ოპონენტებმა დაიწყეს საუბარი არჩევნების გადადებაზე, ამისთვის სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოიყენეს"

25/08/2021 11:00:37 პოლიტიკა

"ოპონენტებმა დაიწყეს საუბარი არჩევნების გადადებაზე, ამისთვის სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოიყენეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების გადადება არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული გეგმა:

"გუშინ ოპოზიციაში დაიწყეს აჟიოტაჟი. მათ იციან, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში სასტიკად მარცხდებიან. მათ დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთო არჩევნები. ამისთვის მათ სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოიყენეს და ქალბატონი ნინო დღეს გამოვიდა ინიციატივით, რომ იქნებ საგანგებო მდგომარეობა შემოვიღოთ, რათა მოხდეს არჩევნების გადადება. არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ჩვენ ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ. პანდემიის დროს, მაშინაც, როცა ვაქცინა ჯერ არ იყო შემოსული, არჩევნების გადადება არავის აზრადაც არ მოსვლია. ერთადერთმა დიქტატორმა, რომლის სახელს არ დავასახელებ, უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ამას გვთავაზობენ, ჩვენ არ გაგვიკვირდება, რადგან ვიცით, ეს მათი ხელწერაა“.

პრემიერმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მშვიდობიანი განვითარება შეუფერხებლად განაგრძოს. მისი თქმით, ხალხს სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება.

„2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში ჩვენმა გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი და მოგვცა მანდატი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავიცავთ და ბოლომდე, 2024 წლამდე მივიყვანთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S