რა შედეგები აჩვენა ენმ–ის შიდა კვლევამ რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში
25/08/2021 11:13:06 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შიდა კვლევას აქვეყნებს, რომელიც ოთხ დიდ ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა.
ალოკაციის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
თელავი:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 36%;
"ქართული ოცნება" – 34%.
ქუთაისი:
ენმ - 32%;
"ქართული ოცნება" - 34%
რუსთავი:
ენმ - 31%;
"ქართული ოცნება" - 34%.
ბათუმი:
ენმ - 20%;
"ქართული ოცნება" - 33,1%
კვლევის შედეგების თანახმად, თელავში ენმ-ის კანდიდატს გიორგი ბოტკოველს 40.2% აქვს, რუსთავში დავით კირკიტაძეს – 42%.
რაც შეეხება ჩაშლილ მონაცემებს, თელავში რეფერენდუმის პარტიები, ანუ ყველა პარტიას ერთად, გარდა "ქართული ოცნებისა", აქვს 66%, აქედან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 36%, "ქართულ ოცნებას" კი 34% აქვს.
მონაცემები ქუთაისშიც ანალოგიურია, რეფერენდუმის პარტიებს აქვთ 66%, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 32%, ხოლო "ქართულ ოცნებას" 34%.
რაც შეეხება რუსთავს, რეფერენდუმის პარტიებს აქვთ ასევე 66%, აქედან "ნაციონალურ მოძრაობას" 31%, ხოლო "ქართულ ოცნებას% 34 პროცენტი.
ბათუმის მონაცემებით კი, რეფერენდუმის პარტიების ჯამური მაჩვენებელია 66,9%, აქედან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 20%, "ქართულ ოცნებას" კი 33,1% აქვს.
კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდს მოიცავს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დასახელებული ოპოზიციის კანდიდატები. გამოიკითხა 600- ზე მეტი ადამიანი.


