პრემიერ-მინისტრი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა
25/08/2021 16:54:12 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური პოლიციის საგუშაგოს თანამშრომლებს შეხვდა.
ვიდრე ღარიბაშვილი ზუგდიდში მერობის კანდიდატს წარადგენდა, სამართალდამცველებს გაესაუბრა, საგუშაგო პუნქტი დაათვალიერა და უსაფრთხოების კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მან საგუშაგოს თანამშრომლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღარიბაშვილი ესაუბრა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, რუხის კლინიკაში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
"ერთიანი ძალისხმევით, შერიგებით, ნდობის აღდგენით და განვითარებით, ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს და გავამთლიანებთ საქართველოს! ოკუპაციადროებითია," - ამბობს კახა კუჭავა.


