Accentnews.ge
"თბილისელი შავი ვარ!" – თბილისის მერობისთვის რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუც იბრძოლებს

"თბილისელი შავი ვარ!" – თბილისის მერობისთვის რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუც იბრძოლებს

26/08/2021 08:07:22 პოლიტიკა

საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თბილისის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერად მისი კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ წარადგინა.

ბიზნესმენი 20 წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს.

"თბილისელი შავი ვარ!" - ასე პასუხობს რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ მისი ვინაობით დაინტერესებულებს.

ის თეოლოგია, დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S