Accentnews.ge
მეტი პენსია, კომუნალურების გაუქმება, საშემოსავლო გადასახადის განახევრება – ენმ–ის ინიცატივა ვაქცინირებულებისთვის

მეტი პენსია, კომუნალურების გაუქმება, საშემოსავლო გადასახადის განახევრება – ენმ–ის ინიცატივა ვაქცინირებულებისთვის

26/08/2021 09:35:51 პოლიტიკა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ინიციატივით გამოდის, რომ ხელისუფლებამ სრულად აცრილი ოჯახებისათვის წამახალისებელი ღონისძიებები დაიწყოს, მათ შორის, 3 თვით გაუუქმონ კომუნალური გადასახადები, გაუნახევრონ ტრანსპორტის ფასი.

"აუცილებელია, გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახისთვის კომუნალური გადასახადები სამი თვით და ამით წავახალისოთ ოჯახები;

ასევე, სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;

აუცილებელია, სოციალურად დაუცველებს, ვინც სრულად არიან ვაქცინირებული, დამატებით მიეცეთ ერთი თვის დახმარება და ამითაც დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო გაფართოვეს მათი რიცხვი, ვინც უმძიმესი დელტა შტამისგან დაცულები იქნებიან;

სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს უნდა მიეცეთ დამატებით ნახევარი თვის პენსია, რაც, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები, ვინც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფია, ჩაერთონ ვაქცინაციაში, მივიდნენ მათთან ბრიგადები და დაიწყოს მასიური ვაქცინაცია;

გარდა ამისა, ყველა ადამიანს, ვინც სრულად არის ვაქცინირებული, თვითდასაქმებული, აუცილებლად უნდა გაუნახევრდეს წლიური საშემოსავლო გადასახადი", - განაცხადა ხატია დეკანოძემ.

მანვე მოუწოდა ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დამატებით შემოიტანონ ვაქცინები "ბუსტერ" დოზებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S