ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები იკრიბებიან
26/08/2021 10:37:18 პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ.
როგორც დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, შეხვედრა ვიდეოზარით შედგება, ხოლო ინიციატორი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კაბინეტია.
"ოპოზიციასთან იქნება დისკუსია და, რა თქმა უნდა, ეს შეეხება მიმდინარე პროცესებს ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდს და იმ ვალდებულებებს, რომელსაც ხელი მოეწერა ძალიან მძიმე ექვსთვიანია მოლაპარაკებების შემდეგ და რისი ანულირებაც ცალმხრივად გამოაცხადა უპასუხისმგებლოდ ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა სამნიძემ.
23 აგვისტოს კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტის დროს შარლ მიშელი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ღარიბაშვილთან ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადასა და შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.


