ენმ-ს კვლევით, ზუგდიდში ანზორ მელიას მხარს უჭერს 39%, ოცნების კანდიდატი - 31%
26/08/2021 14:35:20 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" შიდა კვლევის თანახმად, ზუგდიდის მერობის არჩევნებში მათი კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს. კვლევის შედეგები ბრიფინგზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ წარადგინა.
კვლევის შედეგების: ენმ-ს კანდიდატი ანზორ მელიას მხარს უჭერს 39%, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატს - 32%. კანდიდატი არ ჰყავს დასახელებული პარტია "საქართველოსთვის", თუმცა კორძაიამ განმარტა, რომ კვლევაში პარტია მაინც მოხვდა და მათ კანდიდატს 21% უჭერს მხარს, 8% კი სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა.
ენმ-ს ინფორმაციით, კვლევის მიმდინარეობისას გამოიკითხა 600 ადამიანი პირდაპირი წესით. საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 აგვისტოს. დასაშვები ცდომილება 3%-ია.
თამარ კორძაიას თქმით, ენმ არ აპირებდა შიდა კვლევის გამოქვეყნებას, თუმცა ამის გაკეთება მოუწიათ, რადგან ქართული ოცნება "ამომრჩეველს ატყუებს". გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ ქართული ოცნება "აღვირახსნილ საარჩევნო კამპანიას" აწარმოებს.


