Accentnews.ge
ბაიდენი – თავდამსხმელებს: "არ გაპატიებთ, გიპოვით და საფასურს გადაგახდევინებთ"

ბაიდენი – თავდამსხმელებს: "არ გაპატიებთ, გიპოვით და საფასურს გადაგახდევინებთ"

26/08/2021 22:08:38 პოლიტიკა

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპასუხო ზომებით დაემუქრა მათ, ვინც ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები განახორციელა.

როგორც მან განაცხადა, აშშ მზადაა, მიიტანოს იერიში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.

„მათ, ვინც განახორციელა ეს თავდასხმა, და ყველამ, ვისაც სურს, ზიანი მიაყენოს აშშ-ს, იცოდეთ, ჩვენ არ გაპატიებთ, გიპოვით და საფასურს გადაგახდევინებთ. მე დავიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესებს ნებისმიერი საშუალებით, რომელიც მაქვს", – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ტერორისტული აქტისა, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას:

„ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ ტერორისტები. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, ჩვენი მისია შეაჩერონ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას".

ამასთან, მან მიუსამძიმრა ავღანეთის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს და მათ გმირები უწოდა.

ცნობისთვის: 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს 13 ამერიკელი ჯარისკაცი და 90 რიგითი ავღანელი ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანეთის 150 რიგითი მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S