Accentnews.ge
ზურაბიშვილმა და ზალკალიანმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქებები დაგმეს

ზურაბიშვილმა და ზალკალიანმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქებები დაგმეს

27/08/2021 08:02:03 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქებები დაგმეს.

"მე მკაცრად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტზე. ვლოცულობ დაღუპულ ავღანელ მოქალაქეებსა და ამერიკელ ჯარისკაცებზე. ევაკუაცია მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს წილ მხარდაჭერას ევაკუაციის პროცესში და გამოვხატავთ სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში", - აცხადებს ზურაბიშვილი.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ:

"სრულად ვგმობ ტერაქტს ქაბულის აეროპორტზე. გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ მსხვერპლთა, მათ შორის, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ვიბრძვით ტერორიზმის წინააღმდეგ, რათა დავასრულოთ ძალადობა ავღანეთში და მის მიღმა".

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს 13 ამერიკელი ჯარისკაცი და 90 რიგითი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ავღანეთის 150 რიგითი მოქალაქე. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახემწიფომ" აიღო.

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპასუხო ზომებით დაემუქრა მათ, ვინც ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები განახორციელა.

მისივე თქმით, მიუხედავად ტერორისტული აქტისა, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას:

„ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ ტერორისტები. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, ჩვენი მისია შეაჩერონ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S