Accentnews.ge
„300-მდე დევნილ ოჯახს ფართებს ერთ ლარად დავუკანონებთ"

„300-მდე დევნილ ოჯახს ფართებს ერთ ლარად დავუკანონებთ"

30/08/2021 07:16:14 პოლიტიკა

300-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„300-მდე დევნილ ოჯახს დავუკანონებთ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გაგრძელდება.

"ეს არის დევნილი მოსახლეობა, სოციალურად დაუცველები, ასევე ის მოსახლეობა, რომელიც წლების განმავლობაში ამა თუ იმ ფართში ცხოვრობდა და ვერ იკანონებდა. მივიღეთ გადაწყვეტიელება და მათ გადავეცით სიმბოლურ ფასში და დავუკანონეთ მათი საცხოვრებელი. ეს არ არის ერთჯერადი აქტი. ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მუნიციპალიტეტები შემოდიან შუამდგომლობით და მათი შუამდგომლობის საფუძველზე გადავცემთ და ვუკანონებთ მოსახლეობას იმ ფართებს, სადაც დე ფაქტო იმყოფებიან, მაგრამ სამწუხაროდ, კანონიერი საკუთრების უფლება არ ჰქონდათ. ეს კეთდება რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ბორჯომში, ზესტაფონში, თბილისში, ეს პროცესი გაგრძელდება“,- განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S