Accentnews.ge
"ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან ეპიდსიტუაცია დამშვიდდება"

"ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან ეპიდსიტუაცია დამშვიდდება"

30/08/2021 07:20:27 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ოქტომბრიდან ეპიდსიტუაცია დამშვიდდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში დასტაბილურდა სიტუაცია და სტაბილიზაციისკენ მიდის პროცესი, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვეშვათ. ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად და მობილიზებულად მუშობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს. ჩვენ არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ყველას მაქსიმალური ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ. ამ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარი გამოსავალი არის აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. ჩვენ მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ, უახლოეს რამდენიმე დღეში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი ერთჯერადად, ზოგი ორჯერადად. ალბათ, მილიონს უკვე გადატანილი აქვს ვირუსი და საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. ეს რამდენიმე კვირა დაგვრჩა რაც უნდა გავიტანოთ ყველამ ერთად. ოქტომბრიდან ყველა პროგნოზის მიხედვით, დამშვიდდება სიტუაცია, თუმცა, რა თქმა უნდა, მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებლად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს", – განაცხადა ირაკლი ღარბაშვილმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1915 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული. ცოტა ხნის წინ არჩევნების გადადების ინიციატივით სახალხო დამცველი გამოვიდა. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე. ომბუდსმენს ეთანხმება ოპოზიციის ნაწილიც. "ქართულ ოცნებაში" არჩევნების გადადების იდეას არ იზიარებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S