იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
30/08/2021 09:16:21 პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
"პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ის პროგრამაც, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ. პირველი სექტემბრის შემდეგ, ასეთ ოჯახებს, ვისაც სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და საცხოვრებელი ბინა შეიძინონ, შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ ჩვენი პროცენტის სუბსიდირების პროგრამით", – განაცხადა თურნავამ.


