გაბუნია – ციხეებში ეპიდვითარებაზე: "სიტუაცია კონტროლირებადია, განსაკუთრებული საჭიროება არ გვაქვს"
30/08/2021 11:17:28 პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში სიტუაცია სრულად კონტროლირებადია და რაიმე განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს.
მისი თქმით, პატიმრების 66% ერთხელ აცრილია, 55%-ზე მეტი კი ორჯერ.
გაბინიას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების, დაახლოებით, 62% სრულად ვაქცინირებულია, 80%-ზე მეტი კი ერთჯერადად.
"ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა არის საკმაოდ დაბალი. იყო გარკვეული შემთხვევები, ჩვენთვის ცნობილია და ამისთვის მოხდა მობილიზაცია რამდენიმე კლინიკის, რომ თუკი საჭიროება დადგება მოხდეს პატიმრების გადმოყვანა შესაფერის სამედიცინო დაწესებულებაში და იქ მათი მკურნალობა. ზუსტად რამდენია ეს ციფრი, გამიჭირდება დასახელება, პენიტენციურ სამსახურთან იქნება საჭირო ამის დაზუსტება, თუმცა სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ სამსახურთან მიმართებაში არ გვაქვს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


