Accentnews.ge
"ციხის კარი უნდა გავაღოთ" - ჯაფარიძე ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის

"ციხის კარი უნდა გავაღოთ" - ჯაფარიძე ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის

30/08/2021 13:03:12 პოლიტიკა

"მედგიდის" დამფუძნებელი, ენმ-ის წევრი სოფო ჯაფარიძე ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის. კერძოდ, ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარების გამო, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლბულებმა საპატიმროები უნდა დატოვონ.

ციხეებში არის კოვიდაფეთქება, ჩვენი მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ისინი არიან ჩვენი ნაწილი და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრტელოაბზე და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე. ძალიან რთულია იმ ინფრასტრუქტურის პირობებში თუნდაც დისტანციის დაცვა. აქედან გამომდინარე, გამოვდივართ ფართო ამნისტიის ინიციატივით, რაც ითვალსწინებს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებული ადამიანების მყისიერ გათავისუფლებას, ცხადია, იმ ადამიანების, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. დღეს ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უნდა გადავარჩინოთ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ჩვენ ჯერ არ ვიცით რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, მაგრამ იქიდან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რა რაოდენობის პატიმრის ოჯახის წევრები ყოველდღიურად გვიკავშირდებიან. ისინი არიან ძალიან ბევრნი და ძალიან ჭირდებათ ჩვენი დახმარება, ვიზრუნოთ მათზე, ჩვენ ვართ ომში. დადგა დრო, რომ ამ ადამიანებისთვის ციხის კარი უნდა გავაღოთ და ამით შევამსუბუქოთ მდგომარეობა, განვტვირთოთ საპატიმროები და გადავარჩინოთ თითოეული მათგანის სიცოცხლე. არ დაგვავიწყდეს ისინი არიან ჩვენი ნაწილი", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ მედიასთან მსჯავრდებულების ახლობლები ციხეებრში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და მედიას რეალური სურათის გარკვევას სთხოვენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ "სიტუაცია კონტროლირებადია და განსაკუთრებული საჭიროება არ გვაქვს".

მისი ინფორმაციით, პატიმრების 66% ერთხელ აცრილია, 55%-ზე მეტი კი ორჯერ. რაც სეეხებათ თანამშრომლებს, დაახლოებით, 62% სრულად ვაქცინირებულია, 80%-ზე მეტი –ერთჯერადად:

"ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა არის საკმაოდ დაბალი. იყო გარკვეული შემთხვევები, ჩვენთვის ცნობილია და ამისთვის მოხდა მობილიზაცია რამდენიმე კლინიკის, რომ თუკი საჭიროება დადგება მოხდეს პატიმრების გადმოყვანა შესაფერის სამედიცინო დაწესებულებაში და იქ მათი მკურნალობა. ზუსტად რამდენია ეს ციფრი, გამიჭირდება დასახელება, პენიტენციურ სამსახურთან იქნება საჭირო ამის დაზუსტება, თუმცა სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ სამსახურთან მიმართებაში არ გვაქვს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S