გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმის “მესამე ძალა” წევრები წარადგინა
30/08/2021 18:40:08 პოლიტიკა
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმის “მესამე ძალა” ონლაინ–პრეზენტაცია გამართა და გუნდის წევრები წარადგინა.
"მანამ სანამ ქვეყანაში არსებობს ორი პოლიტიკური პოლუსი, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და ეს გვაჩვენა 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებმა და სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ მესამე ძალა. მესამე ძალა არის რწმენა, რომ ამ ქვეყანას შეუძლია მეტი, ჩვენ შეგვიძლია მეტი...", – აცხადებს ვაშაძე.
მან 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და "მესამე ძალის" გუნდი დაასახელა:
1.გრიგოლ ვაშაძე – ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე
2. ხათუნა სამნიძე - რესპუბლიკური პარტია;
3. თამარ კეკენაძე - "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე;
4. რეზო კემულარია - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი;
5. ვახტანგ გიაშვილი - იურისტი, ადვოკატი;
6. ოთარ ბაღათურია;
7. პაატა ჩიქოვანი;
მესამე ძალაში ერთიანდებიან "სტრატეგია აღმაშენებლის" სხვა წევრებიც - სერგო ჩიხლაძე, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, თეონა ჭალიძე.
ვაშაძის თქმით, იგი “მესამე ძალის” რეგიონების წარმოამდგენლებსაც მალე წარადგენს.


