Accentnews.ge
"შსს არ მაძლევს ცნობას, რომელიც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის"

"შსს არ მაძლევს ცნობას, რომელიც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის"

31/08/2021 13:36:42 პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილის მიერ ფოთის მერობის კანდიდატად დასახელებული გიგი უგულავას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მას კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს.

აღნიშნულის შესახებ უგულავა „ფეისბუქში“ პირად გვერდზე წერს და იქვე დასძენს, რომ "შსს ლუკაშენკოს მილიციას ბაძავს“.

„შსს არ მაძლევს ცნობას, რომელიც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის. არც უარის ქაღალდს მაძლევენ. ახლა მივდივარ ადგილზე. რამ შეგაშინათ ასე, თქვე უდღეურებო? - გასაგებია, რამაც შეგაშინათ... ასე არ დავტოვებ ამას“, - წერს უგულავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S