"კრემლმა უკან დაიხია. საბუთი, ანუ "ჯადო" ჩემს ხელშია"
01/09/2021 12:53:25 პოლიტიკა
ფოთის მერობის კანდიდატობის მსურველი გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-გან მიიღო საბუთი, რომელსაც მოითხოვდა.
„როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ, კრემლმა უკან დაიხია. საბუთი, ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე", - წერს გიგი უგულავა.
31 აგვისტოს გიგი უგულავამ გააპროტესტა კანდიდატად დარეგისტრირებისთვის საჭირო დოკუმენის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერმიღება.


