გახარია თბლისის მერობისთვის იბრძოლებს
01/09/2021 15:07:57 პოლიტიკა
გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.
ამის შესახებ ექსპრემიერმა დღეს თავად განაცხადა.
"თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობსითვის ბრძოლაში". - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ სოლიდარობას უცხადებს პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატებს, რომელთაც ურთულეს პირობებში უწევთ საქმიანობა.
"მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან, სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა გახარიამ.
"ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძვის, ოპოზიციის კანდიდატი კი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაა.


