Accentnews.ge
კობახიძე –  გახარიაზე: "არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო"

კობახიძე –  გახარიაზე: "არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო"

01/09/2021 17:02:18 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის მერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დასახელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო".

"მესამე ადგილისთვის არ იბრძვიან არჩევნებში. გახარიამ ეს გადაწყვიტა, რატომ გადაწყვიტა ამაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ მან დღეს თავად განაცხადა.

"ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძვის, ოპოზიციის კანდიდატი კი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S