Accentnews.ge
ენმ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს

ენმ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს

01/09/2021 17:12:21 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

"ჩვენ შესაძლოა არ მოგვწონდა 19 აპრილის შეთახმება და ეს არც არასოდეს დაგვიმალავს. და რატომ არ მოგვწონდა?! რადგან არ გვჯეროდა. არ გვჯეროდა რომ რამე სერიოზულ რეფორმას განახორციელებს ოლიგარქი ივანიშვილი, არ მოგვწონდა ამნისტიის უსამართლო კანონი და ა.შ. ა.შ. ! სამწუხაროდ ბევრ რამეში მართლები აღმოვჩნდით - იმის ჩათვლით, რომ ქართული ოცნება არ აპირებდა თავისი ხელმოწერის პატივისცემას და ეს მხოლოდ დაძაბულობის დროებითი ჩაცხრობა იყო და არა კრიზისიდან გამოსავალი! მაგრამ ახლა ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება მთავარ სათქმელთან შედარებით. ბოლო დღეების მოვლენები, ევროკავშირის დახმარებაზე უარი - ყველაფერს თავის სახელს არქმევს თუ არ არქმევს?! - არქმევს! მე მინდა აგიხსნათ, რომ 300 მილიონ ლარზე მნიშვნელოვანი ( ანუ 75 მილ ევროზე მნიშვნელოვანი), ამის უკან ჩამალული პოლიტიკური განაცხადია. არაფერ შუაშია საგარეო ვალზე შეთხზული ტყუილები, საერთოდ არაფრის შუაშია რაც ღარიბაშვილმა და კობახიძემ თქვეს. აქ მთავარი - პოლიტიკური განაცხადია მეგობრებო და რა არის ქართული ოცნების ეს მთავარი პოლიტიკური განაცხადი?! - არაფრის ფასად აღარ გვინდა ევროპული რეფორმები, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა უფრო წინაა - ვიდრე დასავლეთთან ურთიერთობაო! ესაა ღია განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე - რაც ევროპული გზიდან გადახვევის საბოლოო და ყველასათვის ნათელი მტკიცებულებაა, გახდა ბიძგი, რამაც გადაგვაწყვეტინა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და შეგვკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი.

მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას. ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში! ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან , რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S