Accentnews.ge
"ოცნებაში" აცხადებენ, რომ მიშელის დოკუმენტზე ენმ-ის ხელმოწერას აზრი არ აქვს

"ოცნებაში" აცხადებენ, რომ მიშელის დოკუმენტზე ენმ-ის ხელმოწერას აზრი არ აქვს

01/09/2021 18:04:53 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერას რომ აზრი არ აქვს, "რადგან შეთანხმება არ არსებობს".

“ეს არის ქართული საზოგადოების კიდევ ერთხელ დაცინვა, როდესაც ენმ ხელს აწერს არარსებულ დოკუმენტს. ამაზე მეტი არასერიოზულობა და ბავშვურობა პოლიტიკაში არ არსებობს. მათ დააგვიანეს როგორც პარლამენტში შემოსვლა, ისე ხელის მოწერაც”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

“ოცნების” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა ენმ–ის განცხადებას "არასერიოზული" უწოდა.

"ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს განაცხადა.

"მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას. ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში! ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან , რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S