Accentnews.ge
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა

02/09/2021 07:35:26 პოლიტიკა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით მიღწეულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. პარტიის წევრები დღეს დილიდან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდნენ.

პარტიის თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, ხელმოწერის გადაწყვეტილება მიუხედავად პარტიაში აზრთა სხვადასხვაობისა, მაინც მიიღეს, რადგან არ მისცემენ "ქართულ ოცნებას" საშუალებას, 2 ოქტომბრის შემდეგ "რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეს".

"ვადამდელი არჩევნები არა თუ იქნება, აუცილებლად იქნება. ეს ყველაზე კარგად ესმის ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, რადგან 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი გადაწყდება", - თქვა მელიამ.

პარტიის წევრ რომან გოცირიძის განცხადებით, ენმ–ის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ არ მისცემენ "ქართულ ოცნებას" უფლებას, საქართველო წაიყვანოს რუსულ ორბიტაზე, ააცდინოს ევროპული განვითარების გზას":

"ეს ნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულება არსებობს. ხელშეკრულება და შეთანხმება რომ იყოს გაუქმებული, როგორც ამას ქართული ოცნება აცხადებს, არ იქნებოდა ეს ხელმოწერა დღეს. ევროკავშირისთვისა და ამერიკისთვის მთელი ქართული საზოგადოებისთვის ეს შეთანხმება არის მოქმედი და ამ მოქმედი შეთანხმების დარღვევა არის დასჯადი, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლის მიერ".

ცნობისთვის: 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, შეთანხმებას ხელი მოაწეროს, თუმცა როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ეს არაფერს შეცვლის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S