ღარიბაშვილი – ჟურნალისტს: "ვინ ხარ, ჩემი უფროსი?!" [ვიდეო]
02/09/2021 10:29:48 პოლიტიკა
"ვინ ხარ შენ? ჩემი უფროსი ხარ?" - ასე მიმართა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც კითხვის დასმას ცდილობდა. კერძოდ, ღარიბაშვილს ჰკითხეს, აჩუქა თუ არა მან ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს მართვის მოწმობა.
"არ მიჩუქებია, ტყუილია. შემდეგი საკითხი", - განაცხადა პრემიერმა, ჟურნალისტმა კი მას მოუწოდა, ჩანაწერისთვის მოესმინა.
"პროვოკაციაა, მიბრძანდით აქედან... მიბრძანდით, მიბრძანდით..." - უპასუხა ღარიბაშვილმა.


