გახარია კალაძეს და მელიას დებატებში იწვევს
02/09/2021 11:52:01 პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კონკურენტებიდან ორს – კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს.
"დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია ქართული ოცნება სულ უფრო ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!", - წერს გიორგი გახარია Facebook-ზე.


