Accentnews.ge
გელაშვილი ხაშურის მერობაზე პრეტენზიას აღარ აცხადებს

გელაშვილი ხაშურის მერობაზე პრეტენზიას აღარ აცხადებს

03/09/2021 08:42:00 პოლიტიკა

ვალერი გელაშვილმა საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა,– ამის შესახებ გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მიმაჩნია, დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ამასთან, პირადად მე არანაირი უთანხმოება არ მაქვს „ქართული ოცნების“ გუნდთან და მსურს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება.ჩვენი ქვეყნის განვითარებას კი, დღეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, მოძალადეები, მატყუარები და მოღალატეები უშლიან ხელს, მუდმივად ცდილობენ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებას და დესტაბილიზაციის კერების გაჩენას, თუმცა ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც, ამ ძალებს საკადრის პასუხს გასცემს",– ამგვარად განმარტავს გადაწყვეტილებას გელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გელაშვილი ხაშურის მერობას გეგმავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S