Accentnews.ge
"შემიძლია, ერთ საათში გადავკეტო ქვეყანა, მაგრამ ეს არაა გამოსავალი"

"შემიძლია, ერთ საათში გადავკეტო ქვეყანა, მაგრამ ეს არაა გამოსავალი"

03/09/2021 11:20:01 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პანდემიის ფონზე, ლოკალური შეზღუდვების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ დღეს ქვეყნის ჩაკეტვა შეუძლებელია.

"ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია: შემიძლია, 1 საათში გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას: ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა და არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. აუცილებელია ვაქცინაცია, პირბადის ტარება და ჩვენი ახლობლების დაცვა.

დღეს, ქვეყნის ჩაკეტვა შეუძლებელია, ვთქვით რომ ლოკალური, ცალკეული შეზღუდვები იქნება და არის კიდეც, მთელმა მსოფლიომ იგივე გზა გაიარა,"- აღნიშნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 3 034 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 952, გარდაიცვალა 86 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S