Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ აღარ აფინანსებს"

ღარიბაშვილი: "ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ აღარ აფინანსებს"

03/09/2021 11:57:03 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ აღარ აფინანსებს.

"ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, ამის თაობაზე მან საჯაროდ განაცხადა, შესაბამისად, იგი აღარ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაუზუსტებელი ფაქტებით საუბარი არ შეიძლება.

„თქვენი, ჟურნალისტის ვალდებულებაა, სიმართლე უთხრათ ხალხს და მე თუ ტყუილს ვამბობ, უნდა აუხსნათ ხალხს, რომ ტყუილს ამბობს პრემიერი. განზოგადებული საუბარი, რომ „ქართუ ბანკიდან“ აგრძელებს გადმორიცხვებით, არ გინდათ ეს სპექტაკლები და სკანდალები. სკანდალი არ გაქვთ და ვერ ქმნით სკანდალს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა და თვეების წინ დატოვა პოლიტიკა, რაც ავტომატურად გულისხმობს და მან ეს განაცხადა კიდევაც, რომ დაფინანსებასაც წყვეტს „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენი შემოწირულობები აბსოლუტურად გამჭვირვალეა, შეგიძლიათ აიღოთ სია, კარგად შეისწავლოთ და იმეცადინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S