Accentnews.ge
გიორგი გახარია: „ტვ პირველი“ რომ არა, Facebook-ის იმედად ვიქნებოდი"

გიორგი გახარია: „ტვ პირველი“ რომ არა, Facebook-ის იმედად ვიქნებოდი"

04/09/2021 09:39:28 პოლიტიკა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში ტელეკომპანიის მიმართ მადლიერება გამოხატა და თქვა, რომ მათი დამსახურებაა, Facebook-ის ამარა რომ არ არის დარჩენილი.

„დღეს სახელმწიფოს ჩვენს წინააღმდეგ არჩეული აქვს შემდეგი სტრატეგია: იზოლაცია ფინანსებიდან, ეს არის ბიზნესზე მუშაობა; იზოლაცია ადამიანებიდან, უბრალოდ აშინებენ, ოჯახის წევრებს ემუქრებიან - არ მიხვიდეთ, არ გაწევრიანდეთ, კანდიდატები არ გახდეთ; და იზოლაცია მედიიდან, ახლა თქვენ მეხმარებით, რომ მედია იზოლაცია გავარღვიოთ, მაგრამ მათ მიერ კონტროლირებადი ძირითადი მედიასაშუალებები ჩვენთვის დაკეტილია. გვაიგნორებენ და თქვენ რომ არ იყოთ, ფაქტობრივად, დავრჩებოდით დიჯიტალის და Facebook-ის იმედად“, - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S