Accentnews.ge
კეროლ მილერი:"აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ"

კეროლ მილერი:"აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ"

06/09/2021 05:18:00 პოლიტიკა

ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები. აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოს მხარდაჭერა მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ კონგრესის წევრმა, კეროლ მილერმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

მისივე თქმით, საქართველო დიდი ხანია აშშ-ს პარტნიორი ქვეყანაა.

„მნიშვნელოვანია დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, მოუთმენლად ველი, რომ საქართველოში შეხვედრებისას ვისაუბრო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის სფეროში“, - განაცხადა კეროლ მილერმა.

საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S