Accentnews.ge
კონგრესმენი რონალდ ესტესი: "საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ისეთ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა"

კონგრესმენი რონალდ ესტესი: "საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ისეთ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა"

06/09/2021 05:24:29 პოლიტიკა

საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ისეთ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, რონალდ ესტესმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

„იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ამ ნაწილში განსაკუთრებით ბევრი მოვლენა ვითარდება, მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის პარტნიორობა, როგორიც საქართველოა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. უნდა აღინიშნოს რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებიც, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოზე“, - განაცხადა კონგრესმენმა.

საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S