Accentnews.ge
კონგრესმენი ალექს მუნი: "გვინდა, გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-სთან“

კონგრესმენი ალექს მუნი: "გვინდა, გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-სთან“

06/09/2021 05:32:18 პოლიტიკა

ორი წლის წინაც ვიმყოფებოდი საქართველოში, ჩემს კოლეგებთან საუბარში აღვნიშნავდი, რომ მოხარული ვარ ჩემი ვიზიტით გამოვხატავდე აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოსადმი, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ალექს მუნიმ განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

მისივე თქმით, საქართველო წინ მიიწევს არჩევნებისა და დემოკრატიული მთავრობის ფორმირების მიმართულებით.

„საქართველო არის აშშ-ს მოკავშირე ქვეყანა და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გვინდა, გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-სთან“, - განაცხადა კონგრესმენმა.

საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S