Accentnews.ge
ლაგოდეხში ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატი მეობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

ლაგოდეხში ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატი მეობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

06/09/2021 11:51:37 პოლიტიკა

ლაგოდეხში მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა. მას ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური" მოძრაობა უჭერდა მხარს.

როგორც ცნობილია, ჯაფარიძემ კანდიდატურის მოხსნის შესახებ Facebook-ზე დაწერა და მიზეზად პოლიტიკური ჯგუფების მიერ ერთობის დარღვევა დაასახელა, თუმცა, ამ დროისთვის მისი გვერდი აღარ იძებნება. განცხადების გამოქვეყნებამდე ორი საათით ადრე ის ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფებოდა და ბრძოლის ტაქტიკას განიხილავდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჯაფარიძე დააშინეს, ან მოისყიდეს. თავად მერობის ყოფილი კანდიდატი მედიასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს და კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S