ევროკავშირი ბელარუსი ოპოზიციონერის მარია კოლესნიკოვას და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
06/09/2021 13:02:52 პოლიტიკა
ევროკავშირი ბელარუსი ოპოზიციონერის მარია კოლესნიკოვას და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გაავრცელა.
„ევროკავშირი წუხს მინსკის რეჟიმის მიერ ბელარუსი ხალხის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უხეში უპატივცემლობის გამო. ევროკავშირი ასევე იმეორებს მოთხოვნას, რომ ბელარუსი პოლიტპატიმრები, რომელთა რიცხვიც ახლა 650-ს აღწევს, მათ შორის არიან მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, რომელთაც პატიმრობა დღეს მიუსაჯეს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ, ასევე ჟურნალისტებიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ციხეში საკუთარი უფლებების განხორციელების გამო მოხვდა.
ბელარუსმა უნდა დაიცვას ვალდებულებები, რომლებიც ეუთო-ს და გაერო-ს ჩარჩოში აქვს ნაკისრი. ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასტიკ რეპრესიებში დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარიო ქმედებათა სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბელარუს ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას და მაქსიმ ზნაკას დღეს ათი და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


