Accentnews.ge
გახარია განმარტავს, ვინ აფინანსებს პარტიას "საქართველოსთვის"

გახარია განმარტავს, ვინ აფინანსებს პარტიას "საქართველოსთვის"

06/09/2021 18:54:42 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ, "ღამის კურიერის" ეთერში შეკითხვაზე განმარტა, ვინ აფინანსებს მის ახლადშექმნილ პოლიტიკურ გუნდს. კერძოდ, მისი თქმით, სპონსორები არიან თავად პარტიის წევრები, საშუალო ბიზნესმენები და რიგითი მოქალაქეები.

ამასთან, გახარია "ქართული ოცნებას" მისი პარტიის ფინანსური კუთხით იზოლაციაში მოქცევის მცდელობაში ადანაშაულებს.

"პარტიას - "საქართველოსთვის" დღეს აფინანსებენ პარტიის წევრები, საშუალო ბიზნესმენები და რიგითი მოქალაქეების შემოწირულობები. "ქართულმა ოცნებამ"ყველაფერი გააკეთა, რომ დაფინანსების თვალსაზრისით, ჩემი პარტიის სრულ იზოლაცია მოეხდინა. ამის ფაქტებიც არის, უბრალოდ ახლა ამისთვის არ მცალია. კონკრეტულ ქეისებს მოვიყვანთ, თუ როგორ ემუქრებიან კონრეტულ ადამიანებს, მაგალითად შემოსავლების სამსახურის შეშვებით,"- აცხადებს გიორგი გახარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S