გახარია – ივანიშვილზე: "პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ უფრო დიდი მეგობარია ჭეშმარიტება"
06/09/2021 19:25:48 პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნებს" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა:
"პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია: ვაღიარებ მის [ბიძინა ივანიშვილის] დამსახურებებს, მაგრამ ჩემი სახელმწიფო და ჩემი სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზეც. ეს არის ის ფასეულობები, რითიც მიცხოვრია და ვიცხოვრებ მომავალში, იმისდა მიუხედავად, რაც არ უნდა დამიძახოს ან ერთმა, ან მეორემ, ან მესამემ,"- თქვა ყოფილმა პრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ.


