Accentnews.ge
გახარიას გუნდის წევრმა "ქართულ ოცნებაში" გადაინაცვლა

გახარიას გუნდის წევრმა "ქართულ ოცნებაში" გადაინაცვლა

07/09/2021 09:05:28 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მამუკა კუნჭულიამ დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ინფორმაციას თავად ავრცელებს.

"მეგობრებო, გარკვეულ მიზეზთა გამო, ვტოვებ პარტია "საქართველოსთვის" რიგებს და ვუერთდები ქართული ოცნების გუნდს, რომელსაც ქ. ლანჩხუთში წარმოადგენს ბატონი ალექსანდრე სარიშვილი და ქალბატონი ელისო ჭიჭინაძე," - წერს მამუკა კუნჭულია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გახარიას გუნდის წევრები მათი მხარდამჭერებისა და კანდიდატების შესახებ დევნაზე საუბრობენ. საუბარია, სამსახურიდან გათავისუფლებაზე, ზეწოლაზე კანდიდატურის მოხსნის მოტივით. ფაქტებზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე სახალხო დამცველმაც ისაუბრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S