"აი, ფაქტი": "ქართულმა ოცნებამ" აგვისტოში ბილბორდებში 2.3 მილიონი დახარჯა"
07/09/2021 09:42:00 პოლიტიკა
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტის" ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" თბილისსა და რეგიონებში, მხოლოდ აგვისტოში, 922 ბილბორდი გამოფინა და სულ 2.3 მილიონი ლარი დახარჯა.
მათი ცნობით, ყველაზე ძვირადღირებულ ბანერზე თბილისის მერობის კანდიდატია გამოსახული. Პეკინის #4-ში კახა კალაძის ბილბორდი 970 კვ.მ-ია და 29 ათასი ლარი დაჯდა.
მათივე ინფორმაციით, 27 ათასი ლარი ღირდა მთლიანად პარტიის ბილბორდი, რომელიც სადგურის მოედნის კედელზე გააკრეს, ხოლო 22 ათასი ლარი გადაიხადეს სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის რევაზ სოხაძის ბილბორდში, რომელიც ლილოში დგას.
"აი, ფაქტის" ცნობით, სულ გარე და ინტერნეტ რეკლამებში, მხოლოდ აგვისტოს თვეში, ქართულმა ოცნებამ 2.8 მილიონი ლარი დახარჯა.


