პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა
07/09/2021 14:21:08 პოლიტიკა
პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.
ცვლილებებს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, 15 წინააღმდეგ წავიდა.
„ამნისტიის შესახებ“ პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.
ამნისტია გავრცელდება პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. ამასთან, პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.


