„აქამდე პოლიტიკურ სპექტრს სააკაშვილი უწევდა ანგარიშს, ახლა თქვენ მოგიწევთ"
08/09/2021 10:21:09 პოლიტიკა
პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძის შეფასებით, რიგი ოპოზიციონერი პლიტიკოსი არსებულ მოცემულობაში თავს კონფორტულად გრძობს, მაგრამ ამიერიდან, მათ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოუწევს ანგარიშის გაწევა. ასე ეხმიანება სანიკიძე ოპოზიციონერი ლიდერების რეაქციას სააკაშვილის მორიგ ანონსზე, რომ საქართველოში დაბრუნდება.
„აქამდე მიხეილ სააკაშვილი უწევდა ანგარიშს პოლიტიკურ სპექტრს. ახლა, ჩემო მეგობრებო, ძვირფასო პოლიტიკოსებო, თანაბერძოლებო და თანამოაზრეებო, ყველა ვარიანტში მოგიწევთ ანგარიშის გაწევა მიხეილ სააკაშვილისთვის“,– განაცხადა სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, „ქართულ მიწაზე ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი „უკვე ძალიან სერიოზული რეალობა იქნება“, პოლიტიკოსებს კი არჩევანის გაკეთება მოუწევთ, „აქეთ ან იქით“:
„ისე ნუ იზამენ, რომ თავისდა უნებურად, ბიძინას [ივანიშვილის] ბანაკში აღმოჩნდნენ. თავიანთი სიბრიყვის გამო, ბევრია ამის კანდიდატი“.


