ძიძიგური: „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში ძალიან დიდი ნიჰილიზმია“
08/09/2021 11:07:24 პოლიტიკა
კონსერვატორების ლიდერ ზვიად იძიგურის განცხადებით, მიუხედავად კამპანიისა, მოვლენათა განვითარება აჩვენებს, რომ სადღეისოდ „ქართულ ოცნებას“ ექს–პრემიერი გიორგი გახარია აშინებს და სწორედ ამიტომაა მთელი სახელმწიდო მანქანა მის წინააღმდეგ მომართული.
„გაირკვა, რომ თურმე, გიორგი გახარიაა მთავარი თავის ტკივილი „ქართული ონებისთვის“ და რაც ძალი და ღონე აქვთ, თავს ესხმიან. გახაია „ქართულ ოცნებას“ გაუწევს კონკურენციას და ამიტომაა, რომ „ქართული ოცნება“ ასე გავეშებული ებრძვის.
არ ვიცი, ბოლო დღეებში რას იკადრებს „ოცნება“, ძალიან ბევრ ადამიან უშინებენ [გახარიას], უშიროების სამსახური და შსს თითქმის მთლიანად გახარიაზე მუშაობს. ამით ძალიან გაკვირვებული არ ვარ, რადგან ველოდი, მაგრამ ეს იმას ადასტურებს, რომ ენმ იმდენად საშიში არაა „ოცნებისთვის“, რამდენადაც გიორგი გახარია: ენმ–ს თავისი ამომრჩეველი ჰყავს –„ქართული ოცნების“ პოტენციური ამომრჩეველი ენმ–ს ხმას არასდროს მისცემს და პირიქით, აქ კი სხვა რამ ხდება: ბაზაზე, რომლის მეშვეობითაც 9 წლის განმავლობაში სულდგმულობდა „ქათული ოცნება“, შემოვიდა ახალი მოთამაშე“,– განაცადა ზვიად იძიგურმა.
ძიძიგური ამბობს, რომ თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველშია ნიჰილიზმი გაჩენილი:
„დავდივარ რეგიოენები და გეტყვით, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში ძალიან დიდი ნიჰილიზმია. „ქართული ოცნება“ ახლა აგროებს კოორდინატორებს. მრავალშვილიან ოჯახებს – მთელს ოჯახს ავტომატურად აფორმებენ კოოორდინატორებად, რომ ის 5–7 ხმა წამოიღონ. ხელფასს ვინც იღებს წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნებისგან, მათი დიდი ნაწილი მისცემს ხმას გიორგი გახარიას. ასეთი განწყობებია. სამი კვირა დარჩა არჩევნებამდე, ამ დროის განმავლობაში კიდევ ბევრ რაღაცას ვიხილათ, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად, ტენდენცა ჩანს და ეს კიდევ მეტად აზარალებს ხელისუფლებას, რადგან ეს დაშინებაც მხოლოდ რაღაც დონემდე მუშაობს“.


