Accentnews.ge
სააკაშვილი: „ისრაელის „მოსადის“ წარმომადგენლობა საქართველოში დავხურეთ და მისი წარმომადგენელი გავაგდეთ“

სააკაშვილი: „ისრაელის „მოსადის“ წარმომადგენლობა საქართველოში დავხურეთ და მისი წარმომადგენელი გავაგდეთ“

08/09/2021 15:00:59 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავის დროზე ქვეყნიდან ისრაელის სადაზვერვო სამსახურის „მოსადის“ წარმომადგენელი გააძევეს, თავად წარმომადგენლობა კი დახურეს იმის გამო, რომ მათ კონკურენტი ქვეყნის დიპლომატს საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადაუღეს.

როგორც სააკაშვილი ირწმუნება, მისგან პირდაპირი დავალება ჰქონდა საქართველოს სპეცსამსახურს, არ შეხებოდნენ პირად ცხოვრებას და ეს ეხებოდა მტრულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენლებსაც, არათუ საქართველოს მოქალაქეებს.

„2006 თუ 2007 წელი იყო, მითხრეს, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა იტრაბახეს, რომ გადაიღეს რუსეთის დაზვერვის აგენტის და დიპლომატის პირადი ცხოვრების კადრები. სასწრაფოდ დავიბარე მერაბიშვილი, ვუთხარი, „გავიგე, რომ ასეთი რაღაც არის. გვესმის, გგონიათ, რომ მაგარი რაღაც გააკეთეთ, მაგრამ გაანადგურეთ. ჩვენ არაოდეს, მტრებსაც კი (რა თქმა უნდა, ესენი მტრები იყვნენ), არ ვუღებთ ასეთ კადრებს. იყო სხვა საშუალება მათზე ზემოქმედების, მაგრამ პირადი ცხოვრება ჩემი მმართველობის დროს რუსეთის ჯაშუშების მიმართაც კი არ იქნება გამოყენებული“. იყო მეორე შემთხვევა, როდესაც მაგალითად, ისრაელის „მოსადის“ წარმომადგენლობა საქართველოში დავხურეთ და მისი წარმომადგენელი გავაგდეთ, რადგან გადაუღეს მოწინააღმდეგე ქვეყნის დიპლომატს ქობულეთში, სასტუმროში პირადი ცხოვრების კადრები. ქალები შეუგზავნეს და გადაუღეს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, საქართველოში რამდენიმე წელი წარმომადგენლობა დახურული იყო“,– უპასუხა სააკაშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რატომ უღებდნენ მას ენმ–ის მმართველობის დროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S