Accentnews.ge
ირაკლი ზარქუა - აჟიტირებულები არიან - თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგძლივი კამპანიის აწყობას

ირაკლი ზარქუა - აჟიტირებულები არიან - თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგძლივი კამპანიის აწყობას

08/09/2021 17:58:58 პოლიტიკა

„დაახლოებით ნახევარ საათში, ათზე მეტი ზარი განხორციელდა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. აჟიტირებულები არიან - თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო. უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგრძლივი კამპანიის აწყობას“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, რითაც, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის, ერთი პირის დაკავების საკითხზე, ზოგიერთი მედიის რეაქციას ეხმაურება.

ის აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს და ყველას ზრახვებსათუ ფიქრებზე პასუხს ვერ აგებენ.

„თქვენ მკვლელები და მანიაკები ხელისუფლებასა და ძალოვან უწყებებში უმაღლეს თანამდებობებზე გყავდათ დანიშნული, ახლაც არ გაკლიათ „ლიდერშიპში” და, ამის მიუხედავად, ხალხს ისევ თქვენი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ. აქეთ კი, სამარცხვინო კამპანიას იმაზე აწყობთ, თითქოს ათიათასობით ჩვენი აქტივისტიდან იმ მართლაც ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი რომ გამოერია. ამიტომ, ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაშიახალი რეკორდის დამყარებას“, - აღნიშნავვს ირაკლი ზარქუა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S