Accentnews.ge
შტატგარეშე თანამშრომლებს მხოლოდ ექვს თვეში ბიუჯეტდან 153.2 მლნ ლარი გადაუხადეს

შტატგარეშე თანამშრომლებს მხოლოდ ექვს თვეში ბიუჯეტდან 153.2 მლნ ლარი გადაუხადეს

09/09/2021 09:54:21 პოლიტიკა

2021 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 84.4 მლნ ლარით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 95 მლნ ლარით მეტია,– ამის შესახებ საუბარია „საერთაორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ ანგარიშში, რომელიც ბიუჯეტის ხარჯვას ეხება.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ფინანსთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია უწყებების მიხედვით, თუ სად რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული და რა თანხა იხარჯება მათ ანაზღაურებაზე.

როდესაც მთავრობის ვალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ქვეყანაში პანდემიაა, შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების გაორმაგება თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს, რადგან შტატგარეშედ სამსახურში მიღება ნაკლებად კონტროლდება კანონმდებლობით,– ასკვნიან ორგანიზაციაში.

„სახელმწიფო ბიუჯეტის განკაგვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. პრობლემა გვაქვს პრიორიტეტებთან მიმართებაშიც, რადგან არ ვიცით, რატომაა ერთი მიმართულება პრიორიტეტული და არა – მეორე. როცა საქმე ეხება საჯარო მოხელეებისა და შტატგარეშე თანამშრომლები ხელფასებს, აქაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. გადასახადები მიდის იმ ადამიანების ჯბეებში, რომელთა საქმიანობაც გაუგებარია: ძალიან ბევრი სიპი და აიპია, ბევრი შტატგარეშე თანამშრომელია, რომელთა საქმიანობაც ჩვენ არ ვიცით. ეს ადამიანები ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ მოიზიდოს ხმები. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება, იყოს არჩევნები და შეიძლება, ნაკლები პროფესინალიზმიც“,– ამბობს ორგანიზაციის ხელმძვანელი ეკა გიგაური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S