Edison Research: ხვალ რომ აჩევნები ტარდებოდეს, „ოცნებას" 33% მისცემდა ხმას, ენმ–ს - 25%, „საქართველოსთვის“ –10%
09/09/2021 16:33:59 პოლიტიკა
"დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" - Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, ალოკაციით, პარტიული რეიტინგები შემდეგია:
- ქართული ოცნება - 33%;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 25%;
- საქართველოსთვის - გიორგი გახარია - 10%;
- ლეიბორისტული პარტია - 6%;
- გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%;
- ლელო - 3%;
- ხალხისთვის - ანა დოლიძე - 3%;
- პატრიოტთა ალიანსი - 3%;
- მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2%;
- ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 2%;
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2%;
- ერი - ლევან ვასაძე - 2%;
- დროა - ელენე ხოშტარია - 1%;
- მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%;
- სხვა - 2%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.


