Edison Research: პოლიტიკოსების პერსონალური რეიტინგები ცნობილია
09/09/2021 17:16:40 პოლიტიკა
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 3 ადგილს ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია იკავებენ.
კერძოდ, გიორგი გახარიას და კახა კალაძეს "პოზიტიურად" მოსახლეობის 55% აფასებს, ნიკა მელიას - 46%. ამავე პოლიტიკოსებს "ნეგატიურად" აფასებენ: გახარიას - 45%, კალაძეს 45%, მელიას - 54%.
დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- დავით ბაქრაძე - 46% (ნეგატიურად - 54%)
- ანა დოლიძე - 45% (ნეგატიურად - 55%)
- ირაკლი ღარიბაშვილი - 42% (ნეგატიურად - 58%)
- მიხეილ სააკაშვილი - 39% (ნეგატიურად - 61%)
- ბიძინა ივანიშვილი - 39% (ნეგატიურად - 61%)
- გიორგი ვაშაძე - 37% (ნეგატიურად - 63%)
- ელენე ხოშტარია - 36% (ნეგატიურად - 64%)
- შალვა ნათელაშვილი - 36% (ნეგატიურად - 64%)
- ირაკლი კობახიძე - 34% (ნეგატიურად - 66%)
- ხატია დეკანოიძე - 33% (ნეგატიურად - 67%)
- არჩილ თალაკვაძე - 33% (ნეგატიურად - 67%)
- ანა ნაცვლიშვილი - 32% (ნეგატიურად - 68%)
- დავით უსუფაშვილი - 32% (ნეგატიურად - 68%)
- სალომე ზურაბიშვილი - 32% (ნეგატიურად - 68%)
- ალექსანდრე ელისაშვილი - 31% (ნეგატიურად - 69%)
- კახა კუჭავა - 30% (ნეგატიურად - 70%)
- ბადრი ჯაფარიძე - 28% (ნეგატიურად - 72%)
- გიგი წერეთელი - 28% (ნეგატიურად - 72%)
- ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე - 27% (ნეგატიურად - 73%)
- მამუკა ხაზარაძე - 27% (ნეგატიურად - 73%)
- სალომე სამადაშვილი - 26% (ნეგატიურად - 74%)
- ნინო ბურჯანაძე - 24% (ნეგატიურად - 76%)
- ირმა ინაშვილი - 24% (ნეგატიურად - 76%)
- გიგა ბოკერია - 22% (ნეგატიურად - 78%)
- საბა ბუაძე - 21% (ნეგატიურად - 79%)
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.


