Edison Research: "ოცნების" ამომრჩეველთა 16% ამჟამად მხარს გახარიას და ენმ–ს უჭერს
09/09/2021 17:35:16 პოლიტიკა
Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, იმ რესპონდენტთა 11%, ვინც ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი გახარიას პარტიის მხარდაჭერას აპირებს, ხოლო 6% - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის".


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.


