მელია – სააკაშვილზე: "მე მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი"
09/09/2021 18:56:14 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ თუ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ეს უნდა იყოს მშვიდონიანი აქტი.
"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა - არ ჩამოსვლას, ჩემი პოზიცია ასეთია, რომ მართლაც გადამწყვეტი პერიოდია სახელმწიფოსთვის 2 ოქტომბერს: ჩემი ღრმა რწმენით, განისაზღვრება ამ სახელმწიფოს მომდევნო 10 წლის ბედი. როდესაც ამაში დარწმუნებული ხარ და ქვეყნის მიღმა, რა თქმა უნდა, გექნება სურვილი, რომ ჩამოხვიდე. მე მაგალითად, მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი.
ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს ზედმიწევნით მშვიდობიანი აქტი. დიახაც, არ მიეცეს იოტისოდენა შესაძლებლობაც კი "ქართულ ოცნებას" პროვოკაციის მოწყობის და დესტაბილიზაციის დაბრალების შესაძლებლობა "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით. ეს აქტი იქნება ხაზგასმით მშვიდობიანი, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. მთავარია, ჩვენ მორალურად წელში გამართულები ვიყოთ, არ მივცეთ ოლიგარქს თითის გამოშვერის შესაძლებლობა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ "რუსთავი 2"–ის ეთერში.


