შანაე ბრუკის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
10/09/2021 06:09:36 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის შანაე ბრუკ ედვარდსის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
შანაე ბრუკ ედვარდსი თბილისში, 31 ივლისს მოკლული იპოვეს. შსს-მ ავსტრალიის მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.


